2-05-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს რამადან-ბაირამს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდი დღესასწაული.
„საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს - ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას, სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდ დღესასწაულს.
ჩვენ საუკუნეებია ერთად, ძმობითა და მეგობრობით ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, ერთი გვაქვს აწმყო და ერთად უნდა შევქმნათ მომავალი. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024