2-05-2022
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, მარტის ეკონომიკის ზრდამ 10.6% შეადგინა, რაც სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.
მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით, ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა. გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა.
თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა თიბისი კაპიტალის უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით, კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს. საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 2 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
16-11-2024
16-11-2024