გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს არის ომში საქართველოს ჩართვა

2-05-2022

თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს არის ომში საქართველოს ჩართვა - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი.

 

„თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს მომავალში სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს არის ომში საქართველოს ჩართვა. ძალიან მკაფიოდ ვამბობ ამას კონკრეტულ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით. ვერანაირ გადაცემაზე და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, ბუნებრივია, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031