2-05-2022
გიული ალასანია რომ ამბობს, უკრაინიდან ყოველ მეორე დღეს რაღაცას ითხოვენო, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან უკრაინელები ყველაფერზე აკეთებენ განცხადებებს და რაღა ამაზე არიან ჩუმად? ეს ყველაფერი ცოტა უცნაური ხომ არის? - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ვერ შეძლებენ საპროტესტო ტალღის აგორებას, არ არის ამის განწყობა საქართველოში და არც საგარეო მხარდაჭერაა. ვერ შეძლებენ საპროტესტო ტალღის აგორებას, არ არის ამის განწყობა საქართველოში და არც საგარეო მხარდაჭერაა.
“ვერ შეძლებენ საპროტესტო ტალღის აგორებას, არ არის ამის განწყობა საქართველოში და არც საგარეო მხარდაჭერაა. გიული ალასანია რომ ამბობს, უკრაინიდან ყოველ მეორე დღეს რაღაცას ითხოვენო, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან უკრაინელები ყველაფერზე აკეთებენ განცხადებებს და რაღა ამაზე არიან ჩუმად? ეს ყველაფერი ცოტა უცნაური ხომ არის? პრობლემა ის არის, რომ ხალხი ამას ხედავს და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ უჭერენ მხარს. ცუდი ის არის, მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი, არანაირად არ მინდა ამ პარტიის რეიტინგი იქამდე დაეცეს, როგორც სხვა წვრილი პარტიების. მაშინ გამოდის, 2024-ში კი არა, 2030 წლამდე იქნება “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, რაც ასევე არ მინდა, რადგან ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ორივე ძალიან ცუდი იქნება. ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ “ქართულ ოცნებას” საქმე გაუადვილონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
16-11-2024
16-11-2024