გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

3-05-2022

SME Banking Club-მათიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდოთიბისის ბიზნეს მობაილბანკში უახლესი ტენდენციების დანერგვის და ბიზნესმომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის გადაეცა.


SME Banking Club 2022-ის გამარჯვებული ბანკები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნეს მობაილბანკების ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით გამოავლინეს. შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ბიზნეს მობაილბანკების რეიტინგები AppStore-სა და Google play-ზე, 100-ზე მეტი პარამეტრისა და ფუნქციონალის შედარება და სხვა. კვლევის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში სულ 50-ზე მეტი ბიზნეს მობაილბანკის ანალიზი ჩატარდა.


„მოხარული ვართ, რომ თიბისის ბიზნეს მობაილბანკმა SME Banking Club-ის ჯილდო მიიღო. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მისიას, გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება და მათ საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. მობაილბანკის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ სიახლეს შევთავაზებთ“, - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი.


SME Banking Club საბანკო სფეროში მომუშავე ბიზნესბანკირების ასოციაციაა და მის მიზანს სტარტაპერების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების ისეთი ინფორმაციით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელსაც ბანკებიდა ფინანსური ინსტიტუტები მათ ბიზნესის განვითარებისთვის სთავაზობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031