გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3-05-2022

მემორანდუმს ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, გაბიტ მუხამბეტოვმა მოაწერეს.


თანამშრომლობა მიზნად ისახავს ყაზახური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების მიმართულებით.


ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება ღვინის სერტიფიცირების, მათ შორის, ევროკავშირის სერტიფიკატების გაცემის კუთხით. მემორანდუმი ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტების ვიზიტები, კონსულტაციები, სამუშაო და სასწავლო შეხვედრები, სადაც კონკრეტული აქტუალური საკითხები განიხილება.


აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ქართული ღვინის საექსპორტო ხუთეულშია. 2021 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 4 მილონზე მეტი ბოთლი; ზრდამ, 2022 წელთან შედარებით, 47% შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031