3-05-2022
,,როგორც ადამიანს, უდიდესი თანაგრძნობა მაქვს მისი რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ და ვისურვებდი, ყველა დამნაშავემ სათანადოდ მოიხადოს სასჯელი. როგორც პოლიტიკოსი კი, სრულიად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, სამართლის წინაშე და ვთვლი, რომ მანიპულირების არანაირი ფორმა არ უნდა ათავისუფლებდეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან‘’ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.
როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთა უფლებები მისი რეჟიმის დროს სრულიად უგულებელყოფილი იყო.
,,როგორც ადამიანი არავის, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილს, არ ვუსურვებ ჯანმრთელობის პრობლემებს. მაგრამ, როგორც ადამიანს, უდიდესი თანაგრძნობა მაქვს მისი რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ და ვისურვებდი ყველა დამნაშავემ სათანადოდ მოიხადოს სასჯელი. როგორც პოლიტიკოსი კი, სრულიად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, სამართლის წინაშე და ვთვლი, რომ მანიპულირების არანაირი ფორმა არ უნდა ათავისუფლებდეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან.
სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთა უფლებები მისი რეჟიმის დროს სრულიად უგულებელყოფილი იყო. პატიმარ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული თვითდაზიანების რეჟიმი ვერანაირად ვერ გახდება მისი გათავისუფლების წინაპირობა - ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გარე პირისგან (არა მისი თანაპარტიელებისგან - გასაგებია რა მოტივებით ხელმძღვანელობენ ისინი) სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის სახელმწიფოსა და საზოგადოების უპატივცემულობა. რაც მთავარია, სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა. პ.ს. სანამ პეტრე ცისკარიშვილის მსგავსი და მისი თანამოაზრეები საზოგადოების უმრავლესობას “ქოცურ პატარა წრეს “ უწოდებენ, მანამ არ ეღირსება ამ პოლიტიკურ ჯგუფს რეაბილიტაცია" - წერს ნინო წილოსანი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024