გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

4-01-2018

ორთაჭალაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, ბერძნის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 7 გასროლა განახორციელა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
დაჭრილი „ნიუ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-108 -ე მუხლით ( განზრახ მკვლელობის მცდელობის) არის დაწყებული.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: 'კვირა"

http://kvira.ge/374227

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728