25-06-2018
აშშ-ს პენსილვანიის შტატის გაზეთ «Republican Herald»-ში ნენსი ჰონიკერის ავტორობით სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში მოწვეული ამერიკელი პროფესორის თავგადასავალს ეხება.
ამერიკელი პროფესორი საკმაოდ ნეგატიურად აფასებს პარიზიდან კიევამდე და კიევიდან თბილისამდე ავიაკომპანიების მომსახურებას, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, როგორც აღმოჩნდა, პროფესორი ნაქირავებ ბინაში სავარაუდოდ ძარცვის მსხვერპლი გახდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
„ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დღის მეორე ნახევარში დაეშვა. ავიღე ბარგი, ბანკში ფული ავიღე და ქართულ ეროვნულ ვალუტაში გადავცვალე, ქუჩაში გამოვედი, რომ ავტობუსით ქალაქში წავსულიყავი. ერთ-ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და ტაქსით წასვლა შემომთავაზა.
ტაქსისტმა მგზავრობისთვის ისეთი ფასი მითხრა, რომელიც ქალაქამდე მანძილის გაანგირეშებით (12 მილი) პარიზთან შედარებით ბევრად იაფი იყო, ამიტომ დავთანხმდი.
როგორც იქნა, საბჭოთა პერიოდის დროინდელი ფერგადასული მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან მივედით. მძღოლს გაკვირვებული მიყურებდა, რადგან ასეთ შენობებში ტურისტები არ ცხოვრობენ. მოკლედ, რამდენიმე წუთში მე უკვე „ჩემს ბინაში“ ვიყავი. მომეწონა, რადგან სარკმელიდან მთიანი პეიზაჟი მოჩანდა, ქალაქის ხმაური კი ჩემგან შორს იყო. რადგანაც ძალიან მშიოდა (მთელი დღე მხოლოდ ერთი ჰოთ-დოგზე ვიყავი), ქუჩაში გავედი და ახლადგამომცხვარი ადგილობრივი პური ვიყიდე, რომელიც და ისეთი ცხელი იყო, ხელში ძლივს მეჭირა. ასევე შევიძინე კიტრი, პომიდორი, ყველი, არომატული ადგილობრივი თაფლი. ბინაში დავბრუნდი, გემრიელად ვივახშმე და ძილისთვის მოვემზადე: ხვალ დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა უნდა დამეწყო მოწვეული ლექტორ-პროფესორის სტატუსით.
დილით სწრაფად ვისაუზმე, ჩანთაში წიგნები ჩავალაგე, ავიღე ნოუთ-ბუქი და ვეძებ პაკეტს, რომელშიც პასპორტი, საბანკო ბარათი და ნაღდი ფული მედო. მთელი ბარგი და ბინა გადავატრიალე, მაგრამ ვერსად მივაგენი. დრო მიდიოდა, მე კი ლექციაზე მაგვიანდებოდა. მღელვარებისაგან პირი გამიშრა“-წერს ამერიკელი პროფესორი.
მისივე თქმით, ის სრულიად უცხო ქალაქში ყოველგვარი საბუთების გარეშე, 10 დოლარის ანაბარად დარჩა.
p.s. მასალის ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge