გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრწანისის ტყეპარკშიპროექტის „საქართველოს წითელი ნუსხის განახლება“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

4-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი „საქართველოს წითელი ნუსხის განახლება“ მიმდინარეობს. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია კრწანისის ტყეპარკში გაიმართა.


2020 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფების მიერ პირველად განახლდა საქართველოს ,,წითელი ნუსხა”, დამუშავდა მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი სტატისტიკური და სამეცნიერო ინფორმაცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასობით სახეობის საკონსერვაციო სტატუსი განახლდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი ,,წითელი ნუსხა” 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგმისი გადახედვა/განახლება არ მომხდარა.


განახლებული ინფორმაცია საფუძვლად უნდა დაედოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ბიომრავალფეროვნების კანონის აღსრულებას, ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას და სახეობათა დაცვასა და მდგრადმართვას სრულიად განსხვავებული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ამ ეტაპზე, ბიომრავალფეროვნების კანონის პროექტი მთავრობაზე წარსადგენად მზადაა.


ბიომრავალფეროვნების კანონის დამტკიცების შემდგომ, სახეობების კლასიფიკაციის და დაცვის განსხვავებული მექანიზმები დაინერგება, რომელიც შესაბამისობაშია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ინსტრუქციებთან.


ღონისძიებას სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930