გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ სასირეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

4-05-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ინფრატსრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.


ასფალტის დაგებამდე გზაზე, რომლის სიგრძე 750 გრძივი მეტრია მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები.


გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 538 000 ლარია.


სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა ამორტიზირებული და მოუწესრიგებელი იყო.

მუზეუმს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ყავს პრობლემური გზა დისკომფორტს უქმნიდა.


მოწყობილი საგზაო ინფასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930