გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმში სწორი სამოქმედო გეგმის შედეგად, აპრილში ტურისტული ვიზიტები 52 პროცენტით აღდგა

4-05-2022

2022 წლის აპრილსა და პირველ 4 თვეში, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების საშუალოდ 52-პროცენტიანი აღდგენა დაფიქსირდა. რაც შეეხება ზრდას 2021 წელთან მიმართებაში, აპრილში ამ მაჩვენებელმა 140,5 პროცენტი, ხოლო იანვარი - აპრილის პერიოდში 233.9 პროცენტი შეადგინა.



„საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია.


ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას, რაც ნიშნავს დამატებითი შემოსავლები ეკონომიკაში და მეტ დასაქმებულს სექტორში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის აპრილში ტურისტული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად აისახება წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომელთა მეშვეობითაც იზრდება პირდაპირი ავიარეისები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930