გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლილო-მოლის“ ონლაინ გაყიდვების საიტი რამდენიმე დღეში ამოქმედდება

25-06-2018

სავაჭრო ცენტრს „ლილო მოლი“ რამდენიმე დღეში „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი ექნება. ინტერნეტ მაღაზიას სტარტაპ კომპანია “ლილოშოპი” წარმოადგენს და როგორც მისმა გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ჩიხლაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ვებგვერდი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე საიტზე მომხმარებელთათვის ყველაზე მოთხოვნადი ნივთები იქნება წარმოდგენილი. როგორიცაა: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ტექსტილი, ჭურჭელი, დეკორატიული ნივთები, ბავშვთა სამყარო, სპორტული ინვენტარი და ,რა თქმა უნდა, სეზონური პროდუქციაც. შემდგომში კი ეტაპობრივად სხვა კატეგორიის ნივთებიც დაემატება. 

„ლილო მოლს“ ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სტუმრობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მოსვლის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ დროის ფაქტორი აფერხებთ. 

სწორედ ამიტომ შევქმენით, ონლაინ გაყიდვების საიტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი უკვე ინტერნეტ სივრცეში, სახლიდან გაუსვლელად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეძლებს მისთვის სასურველი პროდუქციის შეძენას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულება გვაქვს საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: PHILIPS, KENWOOD, BRAUN, ARSHIA, TRAMONTINA, ARNICA, რომლებიც საკუთარ პროდუქციას სპეციალურ ფასად გვაწვდიან. შესაბამისად, ჩვენს საიტზე ამ ბრენდების პროდუქციის შეძენას მომხმარებელი მაქსიმალურად დაბალ ფასად შეძლებს,“-აცხადებს ჩიხლაძე. 

მისივე თქმით, მომხმარებელს დაგროვების ბარათსაც შესთავაზებენ, რომელზე დაგროვილი ქულებითაც მოქალაქეებს მათთვის სასურველი ნივთის ყიდვის საშუალება ექნებათ. ამასთან, Liloshop.ge-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საიტზე სამომავლოდ, 

მომხმარებელი საკუთარი პროდუქციის გაყიდვასაც შეძლებს. 

„ძალიან მალე ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გაყიდოს თავისი პროდუქცია. ჩვენს საიტს, ამაზონის მსგავსად, მულტი ვენდორის ფუნქცია ექნება. ნებისმიერ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს საიტზე, ატვირთოს მისი გასაყიდი ნივთის სურათი და მიიღოს სარგებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვახორციელებთ ქალი სტარტაპერების ხელშემწყობ პროგრამასაც. ისინი ჩვენი დახმარებით შეძლებენ ფოტოს გადაღება/დამუშავებას, პროდუქტის აღწერას, საიტზე განთავსება/რეკლამირებას. ნივთის მიწოდება საკურიერო სამსახურის მეშვეობით მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. 50 ლარს ზემოთ შენაძენის შემთხვევაში, ნივთის მიტანა უფასოა თბილისის მასშტაბით,“ - აღნიშნავს ბესიკ ჩიხლაძე. 



bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031