4-05-2022
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სენაკის საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ აჭარის ტელევიზიაზე ჩართვისას საქართველოს კათალიკოს პატრიარქზე შეურაცხმყოფელი ფრაზებით ისაუბრა.
მან ილია მეორე ზვიად გამსახურდიასადმი ცუდად მოქცევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის იყო კაგებეს მიერ გადაბირებული.
"მე შემიძლია გითხრათ, ყველამ ვიცით რომ და ჩვენ გვაქვს ზუსტად ზვიად გამსახურდიას მიერ გატანილიც ქონდათ გროზნოში პირადი ბარათი, პატრიარქ ილია მეორის, რომელიც იყო დაჯავშნილი კაკებეს მიერ. არც შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ არ ნიშნავს და მე არ ვთვლი რომ ის პატრიოტი არ არის. ის, ზვიად გამსახურდიას ძალიან ცუდად მოექცა, მაგრამ პატრიოტიზმი იცით რა არის? ქვეყანა თავისი ყველას უყვარს და დღესდღეობით პატრიარქს აქვს ის ავტორიტეტი, რომ მთელი საზოგადოება ამას პატიობს მას, რომ ის ნამდვილად იყო კაკებეს მიერ გადაბირებული და არც შეიძლება ყოფილიყო სხვანაირად ვერ მიაღწევდა, ასე რომ ეგ არაფერ შუაში არ არის. ამით პატრიარქს არ აკლდება არაფერი. არც რეიტინგი“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
16-11-2024
16-11-2024