4-05-2022
არც გიგი უგულავას და არ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ანგარიშგასაწევი აღარ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ უნდათ სისხლის ღვრა, ომის სახით, სამოქალაქო დაპირისპირების სახით. ამას ბუნებრივია ვერ ეღირსებიან ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რა სცენარითაც გიგი უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურს. გიგი უგულავას წამოსცდება ხოლმე ის, რაზეც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს. სინამდვილეში ეს არის მათი ნაფიქრალი და ნამსჯელი. აქედან გამომდინარე ეს არის მათი განზრახვა, მაგრამ ჩვენ ამას ბუნებრივია სერიოზულად ვერ მივიღებთ. თუმცა, ამასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი სცენარები საქართველოში არ განვითარდეს და გპირდებით, რომ არც განვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024