გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: მედიის უმრავლესობამ კარგად იცის საკუთარი უფლებები - კითხვის დასმის, პირად სივრცეში შეჭრის, ღირსების შელახვის და სხვა უფლებათა უტრირება, მაგრამ თუ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებ, მაშინვე თავისუფალი სიტყვის მტერს დაგიძახებენ

5-05-2022

,,ნაც-მედია ფულისა და ქვეყნის ღალატის სამსახურში! ჟურნალისტებს მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან. რეალურად, ისინი უფრო მეტ გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ვიდრე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება,’’ - ასე აფასებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე გარკვეული მედია საშუალებების როლს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

 

როგორც ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, მედიას, ისევე, როგორც საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებზე არანაკლები პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ.

 

,,ნაც-მედია ფულისა და ქვეყნის ღალატის სამსახურში! ჟურნალისტებს მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან. რეალურად, ისინი უფრო მეტ გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ვიდრე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ამდენად, მათაც, როგორც საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებზე არანაკლები პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ. სამწუხაროდ, ქართულ მედიის წარმომადგენელთა უმრავლესობამ კარგად იცის მხოლოდ საკუთარი უფლებები - სიტყვის, გამოხატვის, კითხვის დასმის (დაკითხვის ფორმით) პირად სივრცეში შეჭრის, ჭორების სიმართლედ გასაღების, ადამიანის ღირსების შელახვის და სხვა უფლებათა უტრირება, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობაზე მიანიშნებ, მაშინვე ცენზურისკენ მიდრეკილს და თავისუფალი სიტყვის მტერს დაგიძახებენ.

 

ნაც-მედიის მთავარი სენი - არაობიექტურობა, ვერ იმალება სიტყვის თავისუფლების ლოზუნგებით. ბევრი ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა და გაუნათლებლობა ხშირად სრულ უვიცობაში გადადის. უკიდეგანო მიკერძოებულობა კი პარტიულ აქტივისტებზე უფრო ანგაჟირებულად წარმოაჩენს მათ. თითქმის არ არსებობს არც ერთი ნეიტრალური თემაც კი, რომელსაც ნაც-ჟურნალისტები პარტიული პოზიციებიდან არ განიხილავენ, მკვიდრდება მახინჯი სტანდარტები და სტერეოტიპები, რომლის საწინააღმდეგო პოზიციის გამომხატველი, მაშინვე ბულინგის მსხვერპლი ხდება.

 

მაგალითად, ყველა ქართველი კაცი სტიგმატიზებულია იმით, რომ ის ქალს ჩაგრავს და თუ ქალმა დაიჩივლა კაცისგან შევიწროებაზე (ზეპირად თუ წერილობით), ის აპრიორი ყოველთვის მართალია, ხოლო მამაკაცი აუცილებლად ჩასაქოლია. თურმე ქართული ლხინი გოიმობა და ჩამორჩენილობაა, ნარკოტიკების მოხმარება კარგ ტონად ითვლება, ოპოზიციონერობა - პროდასავლურობად, ხელისუფლება - პრორუსულად, საბჭოთა კავშირი ქართველებმა დავანგრიეთ 9 აპრილს. ყველა მხედრიონელი ყაჩაღი და მძარცველი იყო, 2003 წლის რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო და ა. შ. ნაც-მედია ამ დამკვიდრებული სტერეოტიპების ექსპლუატაციით აღწევს, რაც შეიძლება მეტი ბონუსების მოპოვებას.

 

სიყალბის ჯადოსნური წრის გარღვევის ნაცვლად, მათ ანალიზსაც არ ცდილობს. ნაც-მედიას „რატომღაც“ არ აინტერესებს, როგორ გამილიონერდნენ ხაზარაძეები და სხვები, სწორედ 90-იან წლებში, ან 2000-იან წლებში ხელისუფლებაში მოსული „პატიოსანი, ახალგაზრდა რეფორმატორები“ უცბად როგორ გადაიქცნენ წარმატებულ ბიზნესმენებად და მილიონერებად. ჩინოვნიკი კეზერაშვილები, ახალაიები, ოქრუაშვილები, ნაყოფიები, მათი ბელადი სააკაშვილი, მისი ოჯახის თამადობით როგორ დაეუფლნენ მილიონობით ღირებულების ქონებებს, გიული ალასანია ნახევარ გეპეის, მამა-ნიკა სააკაშვილი მილიონების ღირებულების უძრავ თუ მოძრავ ქონებას, ქვეყნის შიგნით და გარეთ.

 

ზემოთ ხსენებული ჯადოსნური სიტყვა „რატომღაც“ კი ძალიან მარტივად იშიფრება: სწორედ იმიტომ არ აინტერესებს ჩვენს მედია-ბომონდს ასეთი თემები, რომ თვითონ ისინი არიან კრიმინალური გზით ნაშოვნი მილიონერების ხელისბიჭები და ხელისგოგოები, სწორედ ნაციონალების ხელისუფლების დაბრუნებაში ხედავენ საკუთარი კეთილდღეობის გზას, თუმცა, რასაკვირველია, აგრესიულ უვიცობას და უკიდეგანო მიკერძოებულობას „სიმართლისათვის და სამართლიანობისათვის“ ბრძოლის ლამაზი ლოზუნგებით ფუთავენ.

 

ერთი კია, ასეთი შეფუთვები მხოლოდ იმათზე მუშაობს, ვინც ნაც-ჟურნალისტების მხრიდან ყოველდღიური ტვინის გამორეცხვის სეანსებს დაექვემდებარა, დანარჩენი საქართველო კი ამ შეფუთვის მიღმა მშვენივრად ხედავს სიმართლეს და ყველაფერს სწორად აფასებს. ეს არის რეალობის ასახვა და არა ზოგადად მედიის ლანძღვა. ყველა ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკოსთა ფულის მსახურთა კატეგორიაში არ შედის და კოლეგების ღია მხილებასაც ერიდება, გულში მაინც დაეთანხმება ამ შეფასებებს’’ - წერს ნანა კაკაბაძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930