5-05-2022
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადამინისტრაციის ორგანიზებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის კამპანიის ფარგლებში, კასპის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა პედაგოგებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე აღნიშნეს რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Igl2nV
napr.gov.ge
16-11-2024
16-11-2024