5-05-2022
ექსპერტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში, გია გაჩეჩილაძის „იმედი LIVE”-ში გასულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც ამერიკის ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართა.
ექსპერტის თქმით ელჩის მიერ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. მისივე თქმით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში მკაფიო და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით ხშირად ახდენენ მის დამახინჯებას და მოსახლეობისთვის არასწორი სახით მიწოდებას.
"გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით აშშ ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს ძალიან საინტერესო შეკითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვა. შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სახით და ემოციით ხშირად მუსირებდა ქართულ მედია-სივრცეში, მაგრამ გუშინ ისინი საკმაოდ შეკრული ფორმით გახმიანდა. სურს თუ არა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს:
ქალბატონი ელჩის მიერ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და დარწმუნებული ვარ, რომ წერტილს დაუსვამს იმ სპეკულაციებს, რომლის დროსაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი საჭიროების შემთხვევაში მუდმივად მიმართავენ.
სიტყვა „სპეკულაცია“ სპეციალურად დავწერე, რადგან მეც და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც თავიანთ პუბლიკაციებში, თუ სატელევიზიო გამოსვლებში არაერთხელ გვითქვამს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში მკაფიო და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით ხშირად ახდენენ მის დამახინჯებას და მოსახლეობისთვის არასწორი სახით მიწოდებას. ბუნებრივია მსგავსი ქმედება, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას იწვევს აშშ-ს პოლიტიკის და საქართველოსადმი მხარდაჭერის უდიდეს საქმეში გარკვეულ ნიჰილიზმს და არაჯანსაღ მიდგომას, ხოლო პოლიტიკური პროცესების მიმართ სრულ უნდობლობას და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას. სწორედ ამ მიზეზით აუცილებელია მკაფიო პასუხების მიღება და მათი მოსახლეობის ფართო ფენებამდე მიტანა”- წერს გია გაბრიჭიძე.
16-11-2024
16-11-2024