გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 6455 ბენეფიციარმა ისარგებლა

5-05-2022

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვრდან აპრილის ჩათვლით 6455 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 492392 ლარი შეადგინა.


სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია 1119 ბენეფიციარს, 184 377 ლარის ოდენობით. მათ შორის: ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ მიიღო 109 ოჯახმა და ფულადი დახმარების სახით გაიცა 27300 ლარი; ა(ა)იპ-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსებით ისარგებლა 210 მოსწავლემ, 13128 ლარის ოდენობით; მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარებით ისარგებლა 2 ოჯახმა, 1200 ლარის ოდენობით; შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 11 ბენეფიციარმა, 1780 ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 3 მოქალაქემ, 1500 ლარის ოდენობით; შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 273 ბენეფიციარმა, 37765 ლარის ოდენობით; მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება გაეწია 44 ბენეფიციარს, 2860 ლარის ოდენობით; უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 5 ბენეფიციარმა, 1774 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 186 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 56770 ლარი; ობოლ ბავშვთა და მარჩენელდაკარგულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 4680 ლარი; შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება მიიღო 146 ბენეფიციარმა, 17 520 ლარის ღირებულების, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება მიიღო 96 ოჯახმა 11520 ლარის ღირებულების;


ამავე პერიოდში, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 596 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 302 191 ლარი. მათ შორის: სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა 79 მოქალაქემ, 20 067ლარის ოდენობით;


„გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 267 მოქალაქემ, 147 189 ლარის ოდენობით; ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 125 ბენეფიციარს, 98 178 ლარის ოდენობით; სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 13 მოქალაქეს, 3118 ლარის ოდენობით; ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 12 პირმა, 3756 ლარის ოდენობით; ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტოზური პაკეტით".

31 პირს გაეწია დახმარება და დაფინანსების სახით გაიცა 6339 ლარი; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით კი ისარგებლა 69 ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 23 544 ლარი შეადგინა.


გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით 4740 პირმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5824 ლარი გაიხარჯა.


აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 529 565 ლარია გათვალისწინებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930