6-05-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა, მათი მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა, როგორც მიმდინარე პროგრამებში, ისე ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმის ფორმატში ჩატარდა და ახალგაზრდებმა თავიანთი საჭიროებებისა და იდეების შესახებ ისაუბრეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და შემუშავება.
"დღევანდელი შეხვედრის ინიციატივა ახალგაზრდებისგან მოდის და მიხარია, რომ საშუალება გვაქვს მოვისმინოთ მათი აზრი იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ. ჩვენი სურვილია გამოვძებნოთ ახალი შესაძლებლობები მათ დასახმარებლად"- განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.
"მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მომავალშიც იგეგმება" - აცხადებენ მერიაში.
16-11-2024
16-11-2024