6-05-2022
თიბისი ბიზნესებს სპეციალურად მათზე მორგებულ მობაილბანკის აპლიკაციას - ბიზნეს აპს სთავაზობს, რომელიც ბიზნესების მხარდასაჭერად, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
გთავაზობთ თიბისის ბიზნეს აპის რამდენიმე ფუნქციონალს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს:
ავტომატური გადარიცხვების ფუნქციონალი იმ ყოველკვირეულ და ყოველთვიურ გადარიცხვებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის მიერ არჩეულ კვირის კონკრეტულ დღეს ან თვის რომელიმე რიცხვშიავტომატურად შესრულდება. ავტომატური გადარიცხვის შექმნა შესაძლებელია, როგორც შიდა, ასევე სხვასთან გადარიცხვის შემთხვევაში, ეროვნულ ვალუტაში.
მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს აპს კიდევ ერთი ფუნქციონალი - Swift გადარიცხვა დაემატა. ამ გზით გადარიცხვა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში, მათ შორის საზღვარგარეთ, დისტანციურად არის შესაძლებელი.
ბიზნეს აპის კიდევ ერთი ფუნქციონალი - ბიზნეს ანალიტიკა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ყოველთვიური ან ყოველდღიური ხარჯები და შემოსავალი უკეთ გააკონტროლოს და სწორი ფინანსური ანალიზის გაკეთოს. მომხმარებლები, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინლით ან ელექტორნული კომერციით სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორებიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და სხვა.
IBAN სკანერის ფუნქციონალ ბიზნეს აპში გადარიცხვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა აღარაა საჭირო. გადარიცხვის შესასრულებლად, მობილურის კამერის IBAN ნომრის ამოცნობისთვის დამიზნებაა საკმარისი. ამასთანავე, ბიზნეს აპში ანგარიშის ნომრის "წაკითხვა" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაცაა შესაძლებელი.
თიბისის ბიზნესაპი მუდმივად ვითარდება და იხვეწება და ის მომხმარებელს კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეს შესთავაზებს.
16-11-2024
16-11-2024