გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

7-05-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პირველი სამუშაო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა. მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ შამუგია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.


როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მინისტერიალის მთავარი საკითხი, აგრარული მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორია დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითრებისთვის.
ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანელ კოლეგას აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები გააცნო.


„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შედეგად, გვაქვს წარმოების ზრდა და ექსპორტის მზარდი დინამიკა, რაც, თავისთავად, საქართველო აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასაც იძლევა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი მარცვლეულის წარმოების ზრდის პროგრამით დაინტერესდა, რომელიც, ამ ეტაპზე,საქართველოში შემუშავების პროცესშია და ქვეყნის მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას ისახავს მიზნად.


შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დარგის განვითარების ხედვებზე, მიდგომებსა და მექანიზმებზე, რაც საშუალებას იძლევა განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი,წარმოება გახდესმეტად კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული.


სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930