25-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განახლებულ მთავრობაში 11 სამინისტროზე მეტი არ იქნება.
მისივე თქმით, ხვალ მთავრობის სხდომამადე ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართება.
„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას. სანამ სხდომა დაიწყება, მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, თუ როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დაგისატუროთ, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი, ესაა ოპტიმალური რაოდენობა, იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშეა.
ჩვენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად აგიხსნით ყველაფერს“- განაცხადა ბახტაძემ.