გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია  

25-06-2018

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ მთავრობა საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს, უავტორიტეტო პარლამენტი ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს.

მისივე თქმით, კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„მხარდაჭერას როცა კარგავ, უნდა წახვიდე სახლში. დღეს მთავრობა თუ არ მოიპოვებს დიდ ნდობას და არ იქნება მოსახლეობაში ავტორიტეტული ორგანო, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად ჩვენ 2020 წლამდე ვერ მივალთ და ქვეყანას შევიყვანთ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ჩვენ ზოგადად საზოგადეობის რეაგირებაზე უნდა ვრეაგირებდეთ, დეპუტატები, ჩვენ გავქვს მოსახლეობასთან ურთიერთობის ვალდებულება“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031