გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის, ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის

8-05-2022

უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.


მისივე თქმით, თითოეული განცხადება, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ, ემსახურება იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაითრიონ.


„ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ არის ტრადიციული საუკუნოვანი მეგობრობა ხალხებს, ქვეყნებს შორის და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს ასახული ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სამწუხარო მოვლენა და რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930