10-05-2022
დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინაში არსებული მეხუთე კოლონა მათი „დამკვეთის“ დავალებით ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ომი არის „ერთადერთი სწორი გზა“ ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა - მიიჩნევს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროდ, არსებობს დამკვეთი ძალა, რომელსაც უნდა ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ამ ძალაში, არ გულისხმობს საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ძალებს.
„სამწუხაროდ, არსებობს დამკვეთი ძალა, რომელსაც უნდა ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ამ ძალაში, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ძალებს. ამ „დამკვეთი ძალისთვის“ მეორე ფრონტი არის აუცილებელი, რათა მოხდეს კონფლიქტის გლობალიზება, რადგან როგორც ჩანს, ვერ მოხდა რუსეთის იმ დონეზე საერთაშორისო იზოლირება, როგორც ჩაფიქრებული იყო. ამიტომ ამ „დამკვეთ ძალას“ ჭირდება მიძინებული კონფლიქტების გაღვიძება და შესაბამისად, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში.
ეს გარემოება აღნიშნულ „დამკვეთ ძალას“ მისცემს შესაძლებლობას, რუსეთი მაქსიმალურად წარმოაჩინოს გლობალურ საფრთხედ. რას ნიშნავს მეორე ფრონტი? მეორე ფრონტი ამ „დამკვეთი ძალისთვის“ არის რუსეთის კიდევ უფრო ფართო იზოლაციის საშუალება, ხოლო საქართველოსთვის ეს ნიშნავს განადგურებულ ქვეყანას. ომის დაწყებისთანავე ჩვენ გავიაზრეთ ეს რისკები, აქედან გამომდინარე დავაზღვიეთ საკუთარი თავი და საქართველო იმ რეალური საშიშროებისაგან, რაც წარმოიშვა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. ცხადია, რომ გონივრული ნაბიჯების შემდეგ, გაძლიერდა ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და მის ხელისუფლებაზე.
განვლილმა ორმა თვემ აჩვენა, რომ ომის საფრთხე იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე ეს წარმოგვედგინა საომარი მოქმედებების დაწყების წინ. არადა, საქართველოს მოსახლეობას აქვს მტკიცე შინაგანი რწმენა, რომ მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ საფუძველს. საქართველოს ომში ჩათრევის მსურველთა გარეგანმა ზეწოლამ შედეგი ვერ გამოიღო, შესაბამისად ამ ძალების მოქმედებები კიდევ უფრო მკაფიო და აგრესიული გახდა. დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინაში არსებული მეხუთე კოლონა მათი „დამკვეთის“ დავალებით ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ომი არის „ერთადერთი სწორი გზა“ ჩვენი ქვეყნისთვის.
ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა. მათი აზრით, რა ბერკეტი არსებობს ამისთვის? ეს არის შანტაჟი, რადგან „დამკვეთ ძალას“ მიაჩნია, რომ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსური ზეწოლაა. ჩემთვის ამის დასტურია შვეიცარიული ბანკის მიერ, შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციისთვის უმძიმესი ზიანის მიყენების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი კუთვნილი თანხების გადარიცხვის შეფერხება. ვინ არის ეს „დამკვეთი ძალა“? ამას, ალბათ, დიდი ფიქრი არ ჭირდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც პროცესების კოორდინაციის ამხელა რესურსი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებია. ამ დროს კი, მათ არ იციან, რომ ქართველი ადამიანისთვის - ბიძინა ივანიშვილისთვის უმთავრესი არის სამშობლოს სიყვარული და ამას ვერანაირი ფინანსური და სხვა რაიმე სახის ზეწოლა ვერ მოერევა“ - წერს ზაზა შათირიშვილი.
16-11-2024
16-11-2024