25-06-2018
"ჩანაწერის ასლი თუ გააჩნდა ბატონ ზაზას, ეს ჩვენთვის უცნობი იყო. არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გააჩნდა“ - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
„ბატონ ზაზას ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია და ნებიმიერ დროს შეეძლო ეთქვა ამის შესახებ. ღრმა პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ, იმიტომ, რომ რა ტრაგედიაც მან გადაიტანა ჩემთვის, როგორც მამისთვის მტკივნეულია, მაგრამ ბატონ ზაზას ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია, როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთადაც. პირიქით ვთხოვდით, რომ თუ რამეს გაიგებდა ეთქვა და სამართლებრივ ფორმას მივცემდით ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა კონფიდენციალურობის გათვალისწინებით“- განაცხადა ფხაკაძემ.