გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ფხაკაძე: კუპრავამ აუდიომასალა და ხელნაწერი გამოძიებას დაუმალა

25-06-2018

შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, კუპრავა დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სადაც მას შესთავაზეს, რომ ის ჩანაწერები, რაც გავიდა - რეალურად წარმოედგინა.


„მან პირველ ჯერზე განაცხადა, რომ ჩაიწერა თავის ტელეფონით, ბატონ ზაზას მივეციო ასე თქვა, შემდეგ ის ტელეფონი მე მაქვს, დამიბრუნა და წავიღე სახლშიო, დაზიანდა და სახლში არისო. ბატონი კუპრავა ხსენებულ არასრულწლოვნებთან შეხვედრის დროს ასევე აკეთებდა ხელნაწერებს თაბახის ფურცელზე, ბავშვებთან გასაუბრების ამსახველი მონაცემების მონიშვნას. ეს საქმეში დევს. ჩანაწერი ხდებოდა როგორც აუდიო, ასევე ფურცელზე კალმით - როგორც თვითონ ამბობს. საგამოძიებო ორგანომ შესთავაზა - უკვე მეორედ მოვიდა და გამოვკითხეთ, - ბატონ კუპრავას შევთავაზეთ, რომ გამოძიების ხელის შეწყობის მიზნით წარმოედგინა ის დაზიანებული ტელეფონიც, რამეთუ შესაძლებელი იყო ამ ტელეფონზე ჩატარებულიყო ექსპერტიზა და ტელეფონი შეიძლება დაზიანებული არის მაგრამ შესაძლებელია ექსპერტების მიერ მასზე არსებული ინფორმაციის გადმოწერა. ბატონმა კუპრავამ მცირეწლოვან შვილს დააბრალა, რომ მას მივეცი და სად წაიღო არ ვიციო. რეალურად, ფაქტობრივად გამოდის, რომ ტელეფონი, რომელშიც არსებული ინფორმაცია, პირველ წყაროზეა საუბარი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია იდენტიფიკაცია მოახდინო, გამოვიდა რომ ტელეფონი აღარ იყო, აღარ ჰქონდა ბატონ კუპრავას. ხელნაწერებზეც ვკითხეთ და განაცხადა, რომ არ იცის სად წაიღო. ერთი სიტყვით, არ წარმოადგინა არც ტელეფონი, არც ხელნაწერები“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.


მამუკა მდინარაძის შეკითხვა ზვიად ფხაკაძის მიმართ - დაახლოებით ასეთი ტერმინი იყო, რომ უკანონო ჩანაწერებს ნუ აკეთებთ - ვერ მივიღებ, რადგან უკანონო ჩანაწერია, თქვენს ნათქვამს ჰყვებოდა ზაზა, რომ თქვენ ასე უთხარით ეს მას, ამას ადასტურებთ?- ზვიად ფხაკაძემ უპასუხა:


„მე ამ ფაქტობრივ გარემოებას ვადასტურებ, ოღონდ ცოტა სხვაგვარად ვუთხარი. მე ვუთხარი ასეთი რაღაც. ბატონო ზაზა, თუ თქვენ იოტისოდენა ინფორმაციასაც კი თუ მოიპოვებთ, მითხარით და დავგეგმავთ ღონისძიებას, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებასაც და მოვახდენთ ამ ინფორმაციის ფარულად ჩაწერას. ფარულად ჩაწერაში ვგულისხმობდი ან პროკურორის დადგენილების, ან მოსამართლის განჩინების საფუძველზე“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031