გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

11-05-2022

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი დინამიკა საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულებაზე არ მიუთითებს და უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება კვლავ გრძელდება. ამავდროულად, საბაზო სცენარის შემუშავების მხრივ, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები, თიბისი კაპიტალის წინა - 5.5%-იან პროგნოზთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალ ტემპზე მიუთითებს.


ინფლაცია კვლავ გამოწვევად რჩება და წლის ბოლოს მოლოდინი დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს. ამასთან, მომდევნო კვარტლებში ყოველთვიური ინფლაციის სამიზნესთან ახლოს ნორმალიზებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მართალია არაა გამორიცხული მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება, თუმცა, თიბისი კაპიტალის სცენარით, მისი იმავე დონეზე შენარჩუნების ალბათობა შედარებით უფრო მაღალია.


განახლებულ მაკრო მიმოხილვაში კვლავ შენარჩუნებულია დიდწილად ნეიტრალური შეფასება ლარის კურსის მიმართ. არგუმენტების მხრივ, აღსანიშნავია, ძირითადად მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ტურიზმის აღდგენა, ისევე როგორც, მთლიანობაში, საგარეო ბალანსის გაუმჯობესება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ამავდროულად, ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მის ან იმავე ან მხოლოდ მცირედით უფრო სუსტ საპროგნოზო მაჩვენებელზე მიანიშნებს.


იხილეთ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930