11-05-2022
„სამწუხაროა, რომ ბიუჯეტიდან ხელფას იღებენ და თან დეპუტატიც ჰქვიათ. უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ რატომღაც ზოგიერთებს ჰგონიათ თუ ოპოზიციაში ხარ უფრო ბრიყვი, მავნებელი ან ტუტუცი უნდა იყო აუცილებლად“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე.
„ამ „პოლიტიკოსს,“ იმდენად სისხლხორცეულად აქვს გამჯდარი პატრიოტიზმი, რომ ცხადია სხვისი არც მოსწონს და უფრო მეტიც „ტუქსავს!“ ამ დეპუტატს, რომ უყურებთ ასე კი არა საქმე, ჯერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ ყველა ომში აქვს მიღებული მონაწილეობა, მერე გმირულად იბრძოდა, ახლაც მეორე ფრონტის გახსნის თემაც იმიტომ მოსწონს, რომ რაც წინა ომებში იბრძოლა, დააკლდა და მზად არის არათუ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნოს, შემდეგ ტაო-კლარჯეთიც.
ახლა რომელიმე რუს სამხედროს, რომ შეხვდეს ერთი ერთზე ხომ მტრისას. არ იციან უკრაინელებმა ეს ჩვენი საიდუმლო იარაღია, და მაგიტომ არ უშვებთ საომრად, ვაი და აქ დაგვჭირდეს-პატრიოტი-მეომარ-ბანკომატ-უარმყოფელი. აი, როგორი დეპუტატი გვყავს, ფულთ-მოძულე და „ქართული ოცნების“ მილიონი (1 000 000 ) მხარდამჭერის მოძულე და შეურაცხმყოფელი. ისე, კვლევა, რომ ჩაეტარებინა არ იქნებოდა ურიგო, უბრალოდ რომ დაედგინა რამდენს მოსწონს მისი „გონივრული“ გამონათქვამები: პატრიოტიზმზე, სააკაშვილზე, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე, და ასე შემდეგ. ასეთი ხალხი არაფრით, არ გამოირჩევა, უბრალოდ ასეთ სისულელეს, სიბრიყვეს, ან ტუტუცობას იტყვიან და ჰგონიათ ცნობადობა მოემატათ, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ბიუჯეტიდან ხელფას იღებენ და თან დეპუტატიც ჰქვიათ. უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ რატომღაც ზოგიერთებს ჰგონიათ თუ ოპოზიციაში ხარ უფრო ბრიყვი, მავნებელი ან ტუტუცი უნდა იყო აუცილებლად!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024