26-06-2018
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლი, ირაკლი ნოზაძე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ღუდუშაურის კლინიკის ექიმის ნიკა ქარცივაძის განცხადებით, ამ ეტაპისათვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ჯერჯერობით, ოპერაციის შემდგომ ნარკოზის ქვეშ იმყოფება. გარკვეული პერიოდი ამ მდგომარეობაში დარჩება. მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდება. ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია. გაცილებით უფრო სტაბილურია პაციენტის მდგომარეობა, ვიდრე შემოვიდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით დასვკენების გაკეთება ნაადრევია“- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე „პიკასო“ გუშინ დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა მხარეს ცივი იარაღით მიაყენეს. ასევე, დაზიანებულია ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლ-ძარღვი, რის შედეგადაც დაჭრილმა დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა.