გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2026 წლების პრიორიტეტების განხილვა გაიმართა

11-05-2022

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2026 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.


პროგრამა:,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება"ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ- ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა- ძიებას და ძეგლების პოპულარიზაციას.


პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება ხინოს ეკლესიისა და ხიხანის ციხის რეაბილიტაცია, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია. მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო- აფსაროსის ციხის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო- მარკეტინგული ღონისძიებები.
საჯარო განხილვას სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031