გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

11-05-2022

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო მიმართულებით საქართველოში დანერგილი ტექნოლოგიები ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის ჯგუფისსამხრეთ კავკასიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მთავარ ეკონომისტიან იუსტნიჯჰოფსთან შეხვედრაზე განიხილა. მხარეებმა აგრარული მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე,ფერმერების მხარდაჭერასა და მათი გადამზადების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.


„სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, ამიტომ გავეცნობით უწყების საქმიანობას და განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. ამ ეტაპზე, ჩვენსამინისტროსთან ირიგაციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ, თუმცა გვსურს, უფრო ფართო კონტექსტში თანამშრომლობის გაგრძელება“, - აღნიშნა იან იუსტ ნიჯჰოფსმა.


შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც მსოფლიო ბანკის ჩართულება შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს.


„ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებზე ვიმსჯელოთ, რომელიც მსოფლიო ბანკისთვის საინტერესო იქნება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას წაადგება. მსოფლიო ბანკს ჩვენს ქვეყანაში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, ამიტომაც მათთან კოლაბორაცია საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930