გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ორი უცხოელი სცემეს

26-06-2018

თბილისში, კაჩინსკის ქუჩაზე, ორი უცხოელი და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

კონფლიქტის შედეგად ორი უცხოელი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ერთ-ერთი დაზარალებულის, ავთოზის მასუდის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა მოტივით შეიძლებოდა განხორციელებულიყო მასზე და მის მეგობარზე თავდასხმა.


„მე და ჩემი მეგობარი სახლში ვბრუნდებოდით, როდესაც თავს ადამიანების ჯგუფი დაგვესხა. ისინი ჯერ რაღაცას გვეუბნებოდნენ, თუმცა შინაარსიც ვერ გავიგე, რადგან ქართულად არ ვლაპარაკობ. უცებ სახეში ქვა მომხვდა. შემდეგ კი 5 თუ 6 ადამიანი დაგვესხა თავს, მათ სხვებიც შეუერთდნენ. ეს ყველამ დაინახა. ჩემი ამერიკელი მეგობარი უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს და თბილისში ერთ-ერთი ბარის მფლობელია. მეც საქართველოში ვმუშაობ. ჩვენ არ ვართ ტურისტები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ულამაზესი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ეს ინციდენტი,”-აცხადებს დაზარალებული ავთოზის მასუდი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031