გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას

13-05-2022

,,საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე", – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.


მინისტრის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი.


„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად... ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930