13-05-2022
„რამდენიც უნდა ისაუბრონ, ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელსაც ვადგავართ, და ეს არის გზა, რომელიც ემსახურება კანონმდებლობის დაცვას", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა ეთერში დასმულ შეკითხვას ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ციხეში ვერ მკურნალობს და რომ მას აღიზიანებს გისოსები და ბადრაგი.
„ზოგადად, პატიმრობა, ბუნებრივია, დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან. არის ბევრი პატიმარი, რომელთაც თავიდან აქვთ ადაპტაციის გარკვეული პრობლემები, თუმცა, შემდგომში ხდება ამასთან შეგუება და ამ საკითხზე მუშაობენ ფსიქოლოგები... ხაზგასმით ვიტყვი – სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერც ვერავინ შემოდის ციხეში და ვერც ვერავინ გადის, და თუკი ამას დავარღვევთ, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავეები და ჩვენ არ ვაპირებთ დანაშაულის ჩადენას... ჩვენთვის გამოსავალი არის ის, რასაც გვავალებს კანონმდებლობა, რომ ჩვენ უნდა აღვასრულოთ სამართალი და სასჯელი ადამიანმა უნდა მოიხადოს კანონით დადგენილ ვადაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
16-11-2024
16-11-2024