26-06-2018
მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 351.9 მილიონი ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.8 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი ივნისისათვის 35.3 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.
2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.