გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა გუთურის საჯარო სკოლა დაათვალიერა

13-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში იმყოფებოდა, სადაც გუთურის ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა. განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნეს.


სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, ამჟამად კი 92 მოსწავლე სწავლობს. შენობაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოთხოვნებისადმი. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით, ეზო სრულად არის კეთილმოწყობილი, სადაც განთავსებულია ღია სპორტული მოედანი.


მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი დაიხარჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930