13-05-2022
ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის სწორედ, რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას აგრძელებს და ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
"მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ასეთ ცინიკურ საუბარს მე გირჩევთ რომ თავი დაანებოთ, ეს ერთი და მეორე ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი თავისი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ის რეფორმა დაწყებული პოლიციის, სამხედრო და უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა ამ კაცის დამსახურებაა.
მეორე, ასევე მინდა გითხრათ, რომ ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება არის, მისი პიროვნული დამსახურება არის და რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, და ყველა მოქალაქისთვის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უპირველესი, ასე ვთქვათ საფუძველთა საფუძველი, ამის გარეშე მეგობრებო ქვეყანაში არაფერი არ იქნება. ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა სამჯერ უკვე, რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ დაწყებული 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების და დღემდე ეს გრძელდება. და აი ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ გავაგრძელეთ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024