26-06-2018
კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხელ გიორგაძის განცხადებით, განათლებისა და კულტურისა სამინისტროების გაერთიანება შეუძლებელი არ არის.
მისივე თქმით, მთავრობაში მისი დარჩენის საკითხი პრემიერის ხედვებსა და გეგმებზეა დამოკიდებული.
„სულ ცოტა ხანში გაიმართება მთავრობის სხდომა, სადაც საზოგადოებას წარედგინება შემცირებული მთავრობის კონცეფციით ახალი სამთავრობო სტუქტურა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ პრინციპულად შეუთავსებელი და შეუძლებელი, ბუნებრივია, ეს არ არის, თუმცა, დაველოდოთ მთავრობის სხდომას.
რაც შეეხება ჩემს დარჩება-არ დარჩენას, ეს პრემიერის პრერეგოატივაა და დამოკიდებულია მის ხედვებსა და გეგმებზე“ - განაცხადა გიორგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას.