26-06-2018
უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თანაგუნდელს, კახა ოქრიაშვილს უპირისპირდება და მას "უპრინციპოს" უწოდებს. ჭიჭინაძე ოქრიაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებას და პარლამენტს ავტორიტეტი სწორედ ასეთი დეპუტატების გამო აქვს დაკარგული.
"არავითარი პრინციპი ცხოვრებაში არ გააჩნია. შეუძლია ერთი პარტიიდან მეორეში იმოგზაუროს და მისთვის არჩევნები არ არის მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური, მისთვის არის თავისი საკუთარი ადგილის მოძებნის ფაქტორი, რა თქმა უნდა მათთვის მიუღებელია ვადამდელი არჩევნები" განაცხადა ჭიჭინაძემ "ტვ პირველის" ეთერში.