16-05-2022
ლიბერთიმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია ,,ბიზნეს დიალოგი" დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
'ბიზნეს დიალოგის' მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი" წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შეხვდება აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
ლიბერთის ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში საუბარი, რათა გაირკვეს ბიზნესის საჭიროებები და ასევე შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები ლიბერთისთვის ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით.
ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის' შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
16-11-2024
16-11-2024