გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტუქტურული ცვლილებები წარადგინა

26-06-2018

მთვარობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო კი იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება. 
უქმდება დევნილთა სამინისტრო და მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. 
„თქვენ იცით, რომ შევიმუშავეთ მცირე მთავრობის კონცეფცია, სადაც შევიმუშავებთ ახალ სტრუქტურას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული. ჩვენ მიერ წარმოადგენილი ახალი სტრუქტურით ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფიო მინისტრის აპარატი. ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა. იცით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა, აქედან გამომდინარე, ამ დარგების, როგორებიცაა კულტურა, სპორტი და განათლება, მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მნიშნელოვანი, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და გასახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. 
რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ჩამოვა 3/9%-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადეობას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031