გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლა აშენდება

16-05-2022

ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.


საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე (ორ ცვლაში).


შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები. მოეწყობა ღია მოედანი. პროექტის ჯამური ღირებულება 7 418 283 ლარია. სამუშაოები ტენდერის პროცედურის დასრულებისთანავე დაიწყება და 30 თვეში უნდა დასრულდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30