16-05-2022
„არის სამართლებრივი სახელმწიფო, კონკრეტული დანაშაული, სასამართლო და შესაბამისად, შემდეგ ხდება არგუმენტების ერთობლიობით გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ არგუმენტებით იქნა დადასტურებული, რომ ადამიანმა 7 მილიონი მოპარა თუ გაუფლანგა იმ კომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც იყო, შესაბამისად ამაში იქნა მხილებული და დადგა ის შედეგი, რაც დადგა - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუმ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციას, ირაკლი ზარქუას თქმით, ჩვენ გვინახავს არა ერთი მათი ბაქი-ბუქი და მკაცრი განცხადებები.
„თავის დროზე, როდესაც რუსთავი 2-ის თემაზე იყო დავა ამ ორ კერძო სუბიექტს შორის, მაშინაც გახსოვთ, როგორ ამკობდნენ ამ პროცესს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის დემოკრატიის დასასრული, დიქტატურა ყალიბდება და ა.შ. და მერე რა მოხდა? აღმოჩნდა, რომ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ყველა ეტაპზე, საქართველოში განხორციელებული სასამართლო პროცესის ყველა ეტაპზე დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება და მერე ყველა გაჩუმდა. აქაც, დარწმუნებული ვარ სწორედ ამგვარ ქეისთან გვაქვს საქმე. ახლა ყველა ყვირის, ჩხუბობს, როცა მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ სამი ინსტანციის შემდეგ, თუ იქაც ვერ მიაღწევენ წარმატებას თავის მხრიდან, შემდეგ გაასაჩივრონ საერთაშორისო პლატფორმაზე და მოვისმინოთ მათი კომენტარები, რამდენად სამართლიანი იყო თუ უსამართლო. როგორც რუსთავის 2-თან მიმართებაში გაჩუმდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე, სადაც შვიდი კომისიიდან ექვსმა თქვა, რომ დიახ, ყველა ეტაპი იყო სამართლიანი, რაც საქართველოში წარიმართა ეს პროცესი, ზუსტად ანალოგიურ შედეგთან გვექნება ახლაც საქმე“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
16-11-2024
16-11-2024