17-05-2022
თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა ექნება.
"თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში. შევხვდები ევროპელ პარტნიორებს და მექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024