26-06-2018
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს .
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხის ოდენობის პროდუქტია წაღებული.
მაღაზიის მფლობელის განცხადებით, პოლიციელებმა მძარცველი უკვე დააკავეს.
„ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ რაც ვნახეთ, მძარცველი უკვე დაკავებულია. ვინმე მეეზოვე ედიკა, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა. არ ვიცით წაღებული რამდენია, ტაქსი პროდუქტით დატვირთული, გამზადებული ჰქონდა“ - აცხადებს, მაღაზიის მფლობელი მაია ხუჯაძე.