გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამაზ საყვარელიძე: ნაცმოძრაობის ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ ის არის, რომ ხელისუფლებიდან გაუშვან "ოცნება", ეს ხომ პოლიტიკა არ არის?

17-05-2022

ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ, ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან "ოცნება". ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ნაცმოძრაობაში დაპირისპირების შესახებ განცხადებების კომენტირებისას.

 

მისი თქმით, პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, "ნაცმოძრაობაში" კი ეს არ იკვეთება.

 

მისივე თქმით, თუკი გუნდში¬ დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით.

 

„მათი ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ, ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან "ოცნება". ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, "ნაცმოძრაობაში" კი ეს არ იკვეთება. ამიტომ, თუკი გუნდში¬ დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით“ - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930