26-06-2018
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯებს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება კი, მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა მოდეს.
ცქიტიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამოცანად ელექტრონული სერვისების განვითარება და სამთავრობო სერვისების ოპტიმიზაცია დაისახა.
„საუბარია, პირველ რიგში, მართვის ოპტიმალურ სისტემაზე. ანუ, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბიუროკრატიის ხარჯები უნდა შემცირდეს და უნდა მცრიდებოდეს ეკონომიკის ზრდასთან ერთად. არ უნდა იზრდებოდეს ბიუროკრატიული ხარჯები და მათი ოდენობა უნდა იყოს დაფიქსირებული 3.9%-ით, რაც არის ძალიან ეფექტური.
ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ როგორც პოლიციელთა ხელფასებს, ასევე მეხანძრეთა ხელფასებს. ასევე, გარკვეულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ამის ფონზე, ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევად რჩება ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება.
ჩვენ ასევე, დავისახეთ ამოცანად ელექტრონული სერვისების მაქსიმალური განვითარება, ზოგადად, სამთავრობო სერვისების ოპტიმიზაცია და უკეთესი მართვა. ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციების შესრულებას შესაძლოა ნაკლები ხალხი დასჭირდეს. მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და შესაბამისად, ეს არის უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი გეზი და ის მიდგომები, რომლებიც გვექნება განვითარებული ყველა ბრძოლასთან მიმართებით“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განახლებული მთავრობის სტრუქტურა წარადგინა. მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.