გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: წარმატებული მუშაობის ფორმულა ხალხის ქუჩაში გაშვებას არ გულისხმობს

26-06-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებების მიზანი არა მოსახლეობის უმუშევრად დატოვება, არამედ ბიუროკრატიის შემცირებაა.
მისივე თქმით, ეს პროცესი გარკვეულ რესურსს დაზოგავს.

„წარმატებული მუშაობის ფორმულა მაინცდამაინც იმაში არ მდგომარეობს, რომ ხალხი ქუჩაში გაუშვა და უმუშევართა არმია გააძლიერო და ამით კიდევ დამატებითი რესურსები დახარჯო დახმარებებისთვის და სხვადასხვა ფონდებისთვის. 
ასე რომ, ამ სტრუქტურული ცვლილებების მიზანი ხალხის უმუშევრად დატოვება არაა. აქაა ბიუროკრატიის შემცირების საკითხი, რაც დიდ ეფექტს მოიტანს და მიღებული გადაწყვატილებიდან მისი რეალიზაცია მაქსიმალურად შემცირებულ ვადებში მოხდება. ეს პროცესი გარკვეულ რესურსს დაზოგავს“- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბახტაძემ დღეს განახლებული მთავრობის სტრუქტურა წარადგინა. მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031